ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის დასავლეთით, მაჰარაშტრას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
სამაშველო სამუშაოები, რომელიც ხუთშაბათს გვიან ღამით, ცუდი ამინდისა და ძლიერი წვიმების გამო შეჩერდა, დღეიდან განახლდა.
მაშველებმა 75 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
მეწყერი სოფელ ირშალვადიში ჩამოწვა, სტიქიამ 17 სახლი გაანადგურა.