თეგებით ძიება

ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის, თუ რა შემაქვს ბიუჯეტში - თემურ ჭყონია

კომპანია „კოკა კოლას“ დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეთ მან რა იშოვა, არამედ ის, თუ რა შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„McDonald's Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც... ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა...

ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის - რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე კომპანიას შენატანი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მინიმუმ 130 მლნ ლარი იქნება.

ეს საუკეთესო პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცივ კოკა-კოლას არ ვატარებთ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვქმნით თავისი ახალგაზრდების დასაქმებით, პოტენციალის ამაღლებით, დამაგრებით, განვითარებით და ა.შ.“, - განაცხადა ჭყონიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა