თეგებით ძიება

„რუსები აღარ ქირაობენ ბინებს, ყიდულობენ და ახლა თვითონ აქირავებენ“ - ბათუმში ადგილობრივებს ბინების გაქირავება უჭირთ

ბათუმში, კერძო ბინების და პატარა სასტუმროების მფლობელები დამსვენებლების ნაკლებობას უჩივიან. მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად იაფია დღიურად გასაქირავებელი ბინები, თუმცა ტურისტების რაოდენობა მაინც ნაკლებია.

„ძალიან შემცირებულია ტურისტების ნაკადი. ამას ემატება ის, რომ ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს ზღვა დაბინძურებულია და ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ტურისტების რაოდენობაზე. უფრო მეტად შიდა ტურისტის ნაკლებობაა, თორემ უცხოელები მეტ-ნაკლებად არიან“, – ამბობს ერთი-ერთი ბინის მეპატრონე „ბათუმელებთან“.

„რვაწლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ წელს ყველაზე ცუდი სეზონია, რადგან ბინების ფასიც ძალიან დაბალია და არც დამსვენებელია ბევრი.

თუ შარშან 180 ლარად ქირავდებოდა ბინა, წელს 119 ლარი ღირს, მაგრამ დამსვენებელი მაინც არ არის.

ყველა თვეში ვაკეთებ ანალიზს, რომელი ქვეყნიდან რამდენი დამსვენებელი მყავდა და 90 პროცენტი იყო რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები. სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ტურისტების შემცირება, რადგან უკრაინის ომი რუსეთზეც ისახება, ხალხს აღარ აქვს ალბათ ფული“, – ამბობს კიდევ ერთი გამქირავებელი.

მისი თქმით, არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტად ძვირადღირებულ სასტუმროებში ჩერდებიან და არ არიან ყოველდღიური ბინების მომხმარებლები.

„ასეთი ტურისტი ჩვენთან არ შემოდის.

ის რუსებიც, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში იცხოვრებს, ყიდულობენ ბინებს და აღარ ქირაობენ. თავიანთი არხები გააკეთეს სოციალურ ქსელებში და ახლა თვითონ აქირავებენ. ბუნებრივია ესეც აისახა კონკურენციაზე“, – გვეუბნება გიორგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა