თეგებით ძიება

ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი გაათავისუფლა

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინული მედია წერს, რომ მანამდე პრისტაიკომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ვილნიუსში ნატოს სამიტის დროს უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინამ დასავლეთის მიმართ მადლიერება უფრო აქტიურად უნდა გამოხატოს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს 11 საათი დახარჯა კიევში ჩასასვლელად, სადაც მას ეგრევე გადასცეს საჭირო შეიარაღების სია. „მე მათ ვუთხარი: იცით, ჩვენ Amazon-ი არ ვართ“, - იხსენებდა მინისტრი.

სამიტის დროს, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ამ განცხადებას უპასუხა: „არ ვიცი კიდევ როგორ გადავუხადო მადლობა. შეიძლება დილიდან გავიღვიძოთ და მინისტრს მადლობა ვუხადოთ. მომწეროს, როგორ უნდა გადავუხადო მადლობა და ასეც მოვიქცევი“, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა