თეგებით ძიება

„პატარა შავი კაბის“ ევოლუცია - როგორ შეიცვალა სამოსის მნიშვნელობა 1926 წლის შემდეგ

თითქმის ერთი საუკუნის წინ, კოკო შანელმა ორიგინალური „პატარა შავი კაბა“ წარმოადგინა. 1926 წლის სამოსი მოდის მთავარი ელემენტი და იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას ხშირად შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ "LBD".  

"ეს მითიური წარმოშობის ამბავია, რომელიც ეხება ქალის ტანსაცმლის დემოკრატიზაციას, მასობრივ წარმოებას და მოდერნიზაციას", - განაცხადა შოტლანდიის ეროვნული მუზეუმის თანამედროვე დიზაინის კურატორმა, ჯორჯინა რიპლმა.  

შანელის საკულტო დიზაინი სწორედ აქ იწყება "პატარა შავი კაბის მიღმა". შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში ახალი გამოფენა გაიხსნა და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „რამდენიმე სამოსი ისეთივე საკულტოა, როგორც „პატარა შავი კაბა“, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ხშირად ითვლება, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თავის გარდერობში. წინა საუკუნეში შექმნის შემდეგ, ის დრამატულად განვითარდა. მარტივი კაბიდან, რომელმაც ხელი შეუწყო ქალთა მოდის დემოკრატიზაციას, ის გამეორდა სხვადასხვაგვარად და ასახავს სილამაზისა და სხეულის იმიჯის ცვალებად იდეალებს. ბევრი შავი კაბა არსებობდა შანელის 1926 წლის დიზაინამდე; შავი უკვე მოდური ფერი იყო, და მაინც, ის განასახიერებს 1920-იანი წლების მოდერნიზებულ სულს“, - თქვა რიპლმა.

"პატარა შავი კაბის მიღმა" მუზეუმის ყველაზე დიდი მოდის გამოფენაა. შანელის ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია Yves Saint Laurent-ის, Dior-ისა და Schiaparelli-ის ძველი ნამუშევრები, ასევე Gareth Pugh-ის, Simone Rocha-ს და Off-White-ის თანამედროვე დიზაინი. 

"პატარა შავი კაბის მიღმა" უკვე გამოფენისთვის მზად იყო, როდესაც პანდემია გავრცელდა. გუნდმა გამოფენა შეაჩერა და დამატებითმა დრომ მას შესაძლებლობა მისცა ღრმად დაფიქრებულიყო მის შინაარსზე. ჩვენ უფრო მეტი ვიფიქრეთ ყველა გლობალურ საკითხზე და იმაზე, თუ რა შეიძლება მოისურვოს ხალხმა მოდის გამოფენაზე.

როგორც კულტურის, ისე თანამედროვე ვიზუალის ჩვენებით, რომელიც პოლიტიკურ განწყობას გამოხატავს, გამოფენა განიხილავს, თუ რატომ მიაღწია „პატარა შავმა კაბამ“ უცნაურ და სწრაფად განვითარებად მოდის სამყაროში უდავოდ იშვიათ სტატუსს. ეს სამოსი გახდა ობიექტივი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაეცნოთ 100 წლის სოციალურ ისტორიას და სოციალურ ცვლილებებს. ყველა სხვა სამოსზე მეტად, "პატარა შავი კაბა" შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების სარკედ,“ - აღნიშნა რიპლმა.

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/little-black-dress-exhibition-scotland-180982524/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა