თეგებით ძიება

„მანქანაში მცემა... მაგინებდა, მიხსნიდა, რომ ციხეში ასეთ რამეს გამიკეთებენ...“ - 21 წლის ბიჭი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე, გუშინ, 20 ივლისს მოხდა.

ბიჭი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო, რა დროსაც მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა. როდესაც მან ამაზე პოლიციას მიუთითა, დაიწყო დაკავების ოპერაცია, მასზე კი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ჟღენტმა ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მას, სხეულზე დაზიანებები ეტყობა.

„ტყუილად წამიყვანეს განყოფილებაში. ვინც შემოწმებაზე მოვიდნენ ჩვენთან, მაგ ორმა შეურაცხყოფა მომაყენა თავიდანვე და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა.

ის ვინც საჭესთან იჯდა მაგინებდა, მიხსნიდა, რომ ციხეში ასეთ რამეს გამიკეთებენ და ჩემნაირი ბევრი ჰყავს ჩასმული ციხეში“. – განაცხადა ლაშა ჟღენტმა.

საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა