თეგებით ძიება
21. 07. 2023 ვიდეო

ხმაური ბათუმის საკრებულოში - ერთმანეთს ენმ-ისა და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, რეზო ხარაზს მმართველი პარტიის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ხარაზმა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და საკრებულოს წევრებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა შეახსენა, სადაც ბათუმის საკრებულოში არსებულ ხარვეზებზე არის საუბარი. 

"წარმომადგენლებმა ოპოზიციის მაინც მიაღწიეს მიზანს და თქვენც კი გაიძულეს, რომ პირველი კითხვით ამით მოგემართათ, მე დავიწყებდი რომ ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს იყო მთავარი და სწორედ ამის გადაფარვა უნდათ ომის პარტიასა და ოპოზიციური სპექტრის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ კეთილგონიერებით და კეთილსიტყვიერებით", - ამბობს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.

იხელეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა