23 ივლისს ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს შეხვდება
23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა კრემლში გაიმართება.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს.