თეგებით ძიება

"გადავიდა ბნელ მხარეს" - რას ამბობდა სააკაშვილი ვაშაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი სტრატეგია აღმაშენებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ალიანსს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, პლატფორმის შექმნას "ძალიან საინტერესო ლიდერებით" მიესალმება. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დადებითია და ახალ გაერთიანებაში უკიდურესად სასარგებლო.

tabula.ge იხსენებს, რომ 3 წლის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი ვაშაძეს განსხვავებულად აფასებდნენ 

2020 წლის 2 აგვისტოს სააკაშვილმა გიორგი ვაშაძეზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს". მისი თქმით, ის იმედებს ამყარებდა და შანსს აძლევდა ვაშაძეს, თუმცა ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ათრევს. "ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში" - უპასუხა მაშინ გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს.

სააკაშვილმა განცხადებაში გაიხსენა 2019 წელიც, როდესაც გიორგი ვაშაძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. 

"როდესაც პორაშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია". - თქვა მაშინ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, ვაშაძემ ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი კავშირები და "შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც".

2019 წელს გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში ექსპერტის როლით იმყოფებოდა. მაშინ ის ამბობდა, რომ მისი და სააკაშვილის მოსაზრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა სრულად ემთხვეოდა საქართველოს შესახებ.

წყარო: „ტაბულა“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა