თეგებით ძიება

რატომ სძინავთ ზაფხულობით აზიელებს „ჰოლანდიელ ცოლთან“ ერთად?

ზაფხულის ცხელ ღამეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს „ჰოლანდიელი ცოლთან“ ერთად სძინავს. როგორც სახელიდან მიხვდით, ეს გრილი, მსუბუქი და უპრეტენზიო „ქალბატონი“ ჰოლანდიელების გამოგონებაა. სწორედ ისინი  იყვნენ აზიის პირველი ევროპელი კოლონიზატორები, რომლებსაც აზიაში უჩვეეულოდ ცხელი კლიმატი დახვდათ და გასაგრილებლად უამრავი რამის გამოგონება მოუხდათ. „ჰოლანდიელი ცოლი“ თითქმის ადამიანის სიმაღლის, ბამბუკისგან მოქსოვილი, დახურული კალათაა, რომლის დიამეტრი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. კალათაში ჰაერი თავისუფლად მოძრაობს, ის სხეულს კომფორტულად წოლის საშუალებას აძლევს და თან აგრილებს. 

„ჰოლანდიელ ცოლი“ ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში, სამხრეთ კორეაში და ფილიპინებშია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ „ცოლი“ ჰქვია, დაწნუ ბამბუკს ქალები და ბავშვებიც იყენებენ. ის ყველა ავეჯის მაღაზიაში იყიდება და ძალიან პოპულარულია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა