თეგებით ძიება

შვილის იშვიათი დაავადების გამო მშობლებს მაცივარზე საკეტების დადება მოუხდათ

იშვიათი დაავადების გამო, ბრიტანეთში მცხოვრებ გოგონას გამუდმებული შიმშილის გრძნობა აქვს. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

15 წლის იონა აულდი პრადერ-ვილის სინდრომით იტანჯება. საკვებისადმი მისი ლტოლვა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ჰგავს და ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ძლიერდება. მშობლების თქმით, მათ ქალიშვილს ღამე შიმშილი აღვიძებს და საჭმლის ძებნას იწყებს. მშობლები იძულებულები გახდნენ სამზარეულოს კარადებზე და მაცივარზე საკეტები დაეყენებინათ.

პრადერ-ვილის სინდრომი ბავშვებში დაბადებიდან ვლინდება. ის ფიზიკურ ანომალიებს და სწავლის პრობლემებს იწვევს. დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია საკვებისადმი ძლიერი ლტოლვა და შიმშილის მუდმივი გრძნობა. დიდ ბრიტანეთში ეს დაავადება დაახლოებით ორი ათას ადამიანს აწუხებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა