თეგებით ძიება

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - „თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, 9 აპრილის, ასათიანის, ინგოროყვას, კრავეიშვილის, კოტეტიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების  მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ტაბიძის, რაზმაძის, ცხვედაძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საბურთალოს, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, დანელიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კამანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა