„ეს კინო გადაღებულია უკვე, ქალბატონო ელჩო!“ - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა “ტვიტერით” პასუხობს საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, უცხოელი აგენტების შესახებ ჩაგდებულ კანონთან დაკავშირებით.
“ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან. ეს დოკუმენტები არ მინახავს! მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონია” – კელი დეგნანი. ეს კინო გადაღებულია უკვე ქალბატონო ელჩო – “ცისფერი მთები” გირჩევთ ნახოთ. გამყრელიძის დასკვნასაც გაეცნობოდით”, – წერს ხაინდრავა.