წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.