თეგებით ძიება

პრემიერობის კანდიდატზე ახლა საუბარი უადგილოა - სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური ერთობაა და მისი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმაროს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაერთიანების წევრები მიესალმებიან, თუ ქართულ ოპოზიციაში სხვა ძლიერი ერთობებიც გაჩნდება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, მათთან ითანამშრომლონ.

„გამარჯვების პლატფორმა“ ახალი ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ერთობაა. შემოდგომიდან, როგორც შემადგენლობის, ისე კონკრეტული სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას წარგიდგენთ. ჩვენი მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელშეწყობაა. დანარჩენი, თუ როგორ გადანაწილდება პასუხისმგებლობები და როგორი გეგმა დაისახება, ამას საზოგადოებას თანმიმდევრულად გავაცნობთ.

არაერთხელ განვაცხადეთ ისიც, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა მძლავრი ოპოზიციური ცენტრებიც შეიქმნება. ეს იმისთვის, რომ დაქსაქსულები არ ვიყოთ. თითოეულ ასეთ გაერთიანებასთან გარკვეული სახის თანამშრომლობა გვექნება.

რაც შეეხება იმას, როგორ წარვადგენთ პრემიერობის კანდიდატს შემდეგი არჩევნებისთვის, ამაზე ერთი წლით ადრე საუბარი უადგილოა. ფორმაზე შემდეგ შევთანხმდებით, მაგრამ დიახ, კანდიდატი იქნება ის, ვისაც იმ მომენტისთვის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება და ყველაზე რეიტინგული იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ ნებისმიერი მიმართულების ხელმძღვანელს, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა