თეგებით ძიება

სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება - რას ამბობს სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატი?

5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება. ამის შესახებ "დრიმლენდ ოაზისის" ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

"გამოძიების პირველი ეტაპი გარკვეულწილად გავლილია, ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხა, მათ შორის არიან სასტუმროს თანამშრომლები და ასევე, სხვა პირებიც. ვიდეოჩანაწერების იდენტიფიცირება მოხდა. ჩემი, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვარაუდია, რომ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა, გამოძიება გრძელდება და ჩვენ მათთან თანამშრომლობას სრულად ვაგრძელებთ.", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის" აუზზე რამდენიმე დღის წინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა