"საშინელი შესახედია ხალხო, კატასტროფა, უამრავი სახლი დაიწვა" - სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი ვიდეო ვრცელდება
17 ივლისს, საბერძნეთის კურორტ ლაგონისში, ხანძრის გამო, უამრავი სახლი დაიწვა და განადგურდა. ხანძრის გავრცელებას, ძლიერი ქარი უწყობდა ხელს. ვიდეოს სოციალურ ქსელში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ტურისტი აქვეყნებს.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს, ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ. ცეცხლის კერების ჩასაქრობად, მობილიზებული იყო უამრავი მეხანძრე და რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ასევე, თვითმფრინავი და ვერტმფრენები.