"წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად, კაცი არის ტატუებიანი" - თბილისში ბავშვს ეძებენ
თბილისში ბავშვს ეძებენ - ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ
"ხალხნო დაგვეხმარეთ ბავშვი დაიკარგა ჩემი დისშვილი.წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად .დედას ტელეფონი წაიღო მაგ კაცმა და რომ დავრეკეთ გათიშა იმის თქმა მოასწრო რომ ბავშვთან ერთად ვარო ლევანიკოს ვერ ვპოულობთ რამოდენიმე საათია ვეძებთ უშედეგოდ. იქნებ მოკრათ თვალი სადმე კაცი არის ტატუებიანი სახეზე შრამი აქვს. გადააზიარეთ რომ დაგვეხმაროთ პოვნაში", - წერს ახლობელი.