მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში, ცხელი წყლის მილი გასკდა - დაიღუპა 4 ადამიანი
მოსკოვში, კუტუზოვის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილი გასკდა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია 50-ზე მეტი დაშვებულის შესახებ. რუსული მედია იტყობინება, რომ 9 პირი ჰოსპიტალიზებულია.
სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ინციდენტის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით გაიგეს, ევაკუაცია კი მილის გასკდომიდან ნახევარი საათის შემდეგ გამოცხადდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 18-ზე მეტი ადამიანი ცენტრში ჩაიკეტა და გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა.