„დღეს თავისუფლების 1 თვე შემისრულდა“ – რას აქვეყნებს ნიკა გვარამია?
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს თავისუფლების 1 თვე შემისრულდა. ამ ერთი თვიდან 2 კვირაა მსოფლიოს ირგვლივ დავდივარ და დღეში რამდენიმე შეხვედრა მაქვს: ბევრი მათგანი საინტერესოა, ზოგიერთი – უკიდურესად მნიშვნელოვანი, ზოგიერთი – სხვადასხვა მიზეზების გამო, აუცილებლად საჭირო.
ვნახოთ, ამ ყველაფრიდან საბოლოოდ რა გამოვა. დღევანდელ დღეს კი, ჩემი მეგობრის, შესანიშნავი მხატვრის Irakli Kuntchulia საჩუქრით აღვნიშნავ და ასევე ჩემი ოჯახის წინაშე დადებული პირობით, რომ შემდეგი ერთი თვე სრულად მათ დაეთმობა და მიეძღვნება“, - წერს გვარამია.