თეგებით ძიება
23. 07. 2023 მსოფლიო

ოდესაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

 იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა