თეგებით ძიება

სამწლიანი იძულებითი მკურნალობა ხალხს რომ თავს ესხმიან ან საკუთარივე ოჯახები რომ დახოცეს, მათთვის არავის მიუსჯია - ნათია ფანჯიკიძე

მამაკაცისთვის გამოტანილ განაჩენს, რომელმაც პრემიერის სახლის ღობეს სატვირთო მანქანა დააჯახა, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„სულ რომ უმძიმესი ფსიქოზური ეპიზოდი ჰქონდეს, სამწლიანი იძულებითი მკურნალობა რა ამბავია? რა საჭიროა? მეტი გამჭვირვალებაა აუცილებელი. რაღა დროს ბრუტალური ფსიქიატრიაა? 

და ზოგადად კი, თუ ხელშეწყობა ექნება მშვიდობიან, არაიძულებით სერვისებს, ხელმისაწვდომი გახდება ადამიანებისთვის, კამაზის კედელზე შეჯახება რა მოსატანია, ბევრად მძიმე მოვლენებს აირიდებდა საზოგადოება, უამრავ თვითდაზიანებას პირველ რიგში, რადგან ადამიანები, ვისაც რთული მდგომარეობა აქვთ, უმეტესწილად საკუთარ თავს ერჩიან და ძალიან იშვიათად სხვას. 

სამწლიანი იძულებითი მკურნალობა ხალხს რომ თავს ესხმიან ან საკუთარივე ოჯახები რომ დახოცეს, მათთვის არავის მიუსჯია, როგორც ჩანს, ეგ ნორმატიული ქცევაა და დაეჭვებაც არ სჭირდება, ჩვეულებრივი ბოროტმოქმედია ადამიანი, თუ რამე სხვა ხდება მის თავს“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა