თეგებით ძიება

რუსი მილიონერი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზედაც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მოსკოვში. საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.

სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის გაჩერება დაასახელეს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თებერვალში ჩერეპენნიკოვს სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ ის იყო „‘ციტადელის’ საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი და ხელმძღვანელი“. აშშ-ის ხელისუფლების თქმით, „ციტადელმა“ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპიუტერული ქსელებიდან ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად არის შექმნილი. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ICS Holding-ი ასევე დაკავშირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.

ჩერპენნიკოვი და ICS Holding აშშ-ის სანქციების სიაში 2023 წლის 25 თებერვალს შეიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა