პუტინს სურს „მარცვლეულის ზესახელმწიფო“ გახდეს - ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების სერიას „მარცვლეულის ზესახელმწიფოდ“ ქცევის მცდელობას უკავშირებს.
„ უკრაინული იმ ინფრასტრუქტურის განადგურებამ, რომელიც უზრუნველყოფს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას, მსოფლიო უნდა გახადოს დამოკიდებული რუსულ მარცვლეულზე და მათ ლოგისტიკაზე და შესაძლებლობებზე. გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთი გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. „ენერგეტიკული ზესახელმწიფოს“ იდეის ჩავარდნის შემდეგ პუტინს სურს გახდეს „მარცვლეულის ზესახელმწიფო““, - აღნიშნა დანილოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის.