„ვერ ვიჯერებ. რატომ ღმერთო? მეხის გავარდნასავით გავიგე დღეს შენი ამბავი“ - თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ცნობილი საოპერო მომღერალი, ზაზა ზაალიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეცოსოპრანო, თამარ ივერი წერს.
„ვაიმე ზაზა ვერ ვიჯერებ. რატომ ღმერთო? მეხის გავარდნასავით გავიგე დღეს შენი ამბავი. სიტყვები არ მაქვს. როგორ გადაიტანს ასეთ დარტყმას შენი 95 წლის მამა? შენი ახლობლები. ძალიან ცუდად გავხდი“, - წერს ივერი.