რუსთავში ძმების ჩხუბის შემდეგ ერთი ძმა პოლიციაში, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა
რუსთავში ძმამ ძმას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლამდე ძმებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
რამდენიმე წლით უმცროსმა ძმამ უფროს ძმას სხვადასხვა ადგილზე დაზიანება მიაყენა რის შემდეგაც ნაცემი მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ ბრალდებული მამაკაცი ადგილზე დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.