სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალი, რომელიც ქმარს ფეხბურთის ყურებას არ აცდიდა
59 წლის ჯოანა ჰეილის სასამართლომ 12 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა და ფულადი კომპენსაციის გადახდაც დააკისრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ქალი ფეხბურთის საყურებლად მეგობრის ოჯახში მყოფ ქმარს მობილურზე გაუთავებლად ურეკავდა და შინ დაბრუნებას სთხოვდა.
მას შემდეგ, რაც კაცმა ტელეფონზე აღარ უპასუხა, ქალმა მასპინძლის ოჯახში დაიწყო რეკვა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქმარმა „მოძალადე ცოლს“ უჩივლა, თუმცა ქმრის მიერ წარდგენილ მასალებში „ფეხბურთის მატჩის“ ეპიზოდიც მოხვდა.
ქმრის მიერ შეტანილი სარჩელი კი მოსამართლემ დააკმაყოფილა და ცოლი დამნაშავედ ცნო.
წყარო: primetime