„ბოკერიას კი არ სჭირდებოდა თქვე დებილებო, თქვენ გჭირდებოდათ სწორი პოზიციის დაცვა და ახლა ცხვირიდან გდით შედეგი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მოღალატეებთან, რუსული კანონის მხარდამჭერებთან, პუტინისტური რეჟიმის ბიმბოებთან ფოტოებს რატომ იღებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და ღალატის ნორმალიზაციან რატომ ახდენენო - დარდობენ.
იმიტომ რომ სიტყვა ღალატი ნორმალიზებულია.
როცა ყველა მოღალატეა, არავინ მოღალატე აღარ არის.
უდიდესი როლი ამ სიტყვის და ქმედების ნორმალიზაციაში ეკუთვნის პირადად მიშა სააკაშვილს, მის მიერ კონტროლირებულ ტელემედიას და ამ მედიებში გამომჯდარ ნოტარიუსებს, რომლებმაც ცილისწამების ნორმალიზაცია მოახდინეს.
როცა მეც “გაზპრომს მიყიდული”, “ბიძინასთან გარიგებული მოღალატე” ვარ და ნინო წილოსანიც “მოღალატეა”, ამ პირობებში მოღალატე აღარავინაა.
ანუ ქმედებას მოყვება უკუქმედება.
და თუ არ გსურდათ, რომ
სიტყვებს მნიშვნელობა დაეკარგა და ადამიანებს რეალურ მოღალატეებთან კოლაბორაცია შერცხვენოდათ, არ უნდა მოგეხდინათ ბინძური ცილისწამების ნორმალიზაცია საკუთარი სიხარბის გამო, ვითომ რაღაც უფრო დიდი და კეთილშობილი ამოცანებით.
ცილისწამების ნორმალიზაციის პირობებში ყველა “ერთნაირი” ხდება - ვისაც გინდა, რასაც გინდა აბრალებ.
თქვენი კონფორმიზმის შედეგი ესაა - აღარავინაა მოღალატე, როცა ყველა მოღალატეა (ლუკაშენკოა, გარიგებულია, ახალგაზრდებს მტრობს).
(მაგრამ სამწუხაროდ აროგანტულ, სწორხაზოვან უმეცრებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ლიტერატურას მხოლოდ იმიტომ კითხულობენ, თუ კითხულობენ, რომ სათაურებით სხვებს თავი მოაწონონ და ამ პოსტის შემდეგაც ყიყინს ატეხენ რომ “ჩერგო ლანძღავს”, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდნენ და საკუთარი ქმედებები გადააფასონ).
პ.ს. ხო, მე ეს მაშინვე მიკვირდა და აღმაშფოთებდა, და ადამიანებს ვისაც მანამდე პატივს ვცემდი, ვეკითხებოდი რატომ აკეთებენ ამას - ხმას რატომ არ იღებენ, პირში წყალს რატომ იგუბებენ, რატომ ეგუებიან - როცა ხედავენ რომ უდანაშაულო ადამიანს ცილს წამებენ!
“ბოკერიას ჩემი დაცვა არ სჭირდება” - ეს იყო პასუხი (იმას ხომ ვერ იტყოდნენ, რომ მართლა მოღალატეა, ან მართლა ლუკაშენკოა, ან თავად ჩემი კითხვის ადრესატია კონფორმისტი და გარემოცვის, ან დამქირავებლის წინააღმდეგ ვერ მიდის).
ბოკერიას კი არ სჭირდებოდა თქვე დებილებო, თქვენ გჭირდებოდათ სწორი პოზიციის დაცვა და ახლა ცხვირიდან გდით შედეგი“ - წერს ცერგოლეიშვილი.