თეგებით ძიება

ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ "რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ."

"რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ," - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, 23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია.პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა