თეგებით ძიება

რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით ხორციელდება - ვლადიმერ პუტინი

"ჩვენი ყველა გეგმა ხორციელდება და იმაზე უკეთესი ტემპითაც კი, ვიდრე ველოდით. მინდა აღვნიშნო როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზირებულია ბელარუსის ეკონომიკის 3.75%-იანია ზრდა.

"ჩვენ გვაქვს ოდნავ დაბალი მაჩვენებელი, შემიძლია ვთქვა, მაგრამ ასევე კარგი მაჩვენებელია ჩვენთვის. იმედი გვაქვს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე მეტი იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 26 000-ს გადააჭარბა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასებით, „ოპერაციის“ დაწყების დღიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 26 000 ადამიანი შეადგინა. "მეტი... უკვე მეტი", - უპასუხა პუტინმა.

წყარო: ipn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა