„ეს არის მარიკუნას ძაღლი, რომელიც კიევში ჩარჩა... თუ ვინმე მოდიხართ კიევიდან, გთხოვთ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მარიკუნა მიქატაძის ძაღლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ის კიევში დარჩა.
„ეს არის მარიკუნას ძაღლი სახელად კიევი. რომელიც კიევში ჩარჩა. ყველა საბუთი აქვს, ყველაფერი მზადაა რომ ძაღლი თბილისში ჩამოვიყვანოთ, ახლა უბრალოდ გვჭირდება ადამიანი, რომელიც კიევიდან მოდის და არ გვეტყვის უარს ჩამოიყვანოს ძაღლი, რომელიც 1კგ 200 გრამს იწონის.
თუ ვინმე მოდიხართ კიევიდან მიწერეთ ნინო გაბრიაძეს. ვიქნებით ძალიან მადლობელი და გააკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩვენთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა.