უკრაინის განაღმვას საუკუნეები დასჭირდება - The Washington Post
ომის წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე იმ რაოდენობით ნაღმებია ჩაფლული, რომ მთელს ურუგვაის დაფარავდა. ამის შესახებ საუბარია The Washington Post-ის სტატიაში, რომელშიც ექსპერტები გამოთქვამენ შემაშფოთებელ ვარაუდს - უკრაინის სრულად განაღმვას საუკუნეები და მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
ამასთან, სტატიაში მოყვანილია ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინის 30%, რაც 107 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია, ასაფეთქებელი ნივთიერებებით არის დაბინძურებული.
„ეს, აღემატება მსოფლიოს ყველაზე დანაღმული სახელმწიფოების, ავღანეთის და სირიის მაჩვენებელს“, - აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: პრაიმტაიმი