თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო
თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე ავტომობილიდან გაისროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საღამოს ორმა პირმა უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამოღებულია პნევმატიკური იარაღი.