კაცი, რომელიც კრემლის აღებით იმუქრებოდა, ლიკვიდირებულია
რუსული მედიაა იტყობინება, რომ ლიკვიდირებულია კაცი, ვინც გუშინ სოფელ შერვუდიის ელიტარულ უბანში შეიჭრა, მიჯრით ისროლა და მძევლებად პოლიციის ორი ოფიცერი აიყვანა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით ტვ პირველი ავრცელებს. ტყვიაგაუმტარი სამოსისა და ნიღბის უკან, რუსული მედიის ცნობით 35 წლის ვიაჩესლაავ ჩერნენკო დგას. მათივე ცნობით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
თავდასხმის მომენტში, სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი ამტკიცებდა, რომ დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდა და კრემლი უნდა აეღო.