თეგებით ძიება

პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს - ალექსანდრე ლუკაშენკო

მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა ნატო-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია. მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა