სააკაშვილი 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ, არ გამოუვათ - მეუფე იაკობი
2007 წლიდან, 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ, არ გამოუვათ - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
რაც არ უნდა შეგვიტიონ უცხოეთიდან, ჩვენ არავის არ მივცეთ უფლებას, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე გვატაროს ჩვენი ერი. ჩვენ ვიცით მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არ შევალახვინებთ არავის და არც ჩვენ არ შევეხებით ჩვენს ღირსებას.
2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა და ესენი არჩევნებით არ წასულან, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა. გახსოვთ როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ თუ არ წავიდოდნენ, სისხლიანი ის წავიდოდა და მათი მხარდამჭერი არავინ იქნებოდა. კიდევ კარგი, ქართველებმა 90-იან წლებში ჭკუა ვისწავლეთ და ერთმანეთს იარაღით აღარ ვებრძვით. ჩვენ არ ვდგავართ არჩევანის წინაში ცუდი თუ უარესი. არის არჩევანი - უბედურება თუ წესიერი ცხოვრება. ცუდის არჩევა თუ კარგისკენ სწრაფვა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.