„ქვეყანა ტრაგიკულ მდგომარეობაშია და ეს ხროვა მარიონეტებისა, უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობს!“ - დემურ გიორხელიძე
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქვეყანა ტრაგიკულ მდგომარეობაშია და ეს ხროვა მარიონეტებისა, უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობს! ნახეთ, უკვე აღარაფერს არავინ მალავს! ჩემი მოსაზრებები კი დიდი ხანია იცით, - უკრაინა უკიდურეს მდგომარეობამდე იქნება მიყვანილი, იმ მდგომარეობამდე, რაც გლობალურ დაპირისპირებასა და მთავარი მოტამაშეების შეთანხმებას დასჭირდება, მაგრამ უკრაინით არაფერი თავდება!
აი, რას წერს The American Conservative (აშშ):
"აშშ-ში დასცინეს მტკიცებას უკრაინის გამარჯვების შესახებ. კიევის ოფიციალური პირების ლოგიკით, უკრაინა "გამარჯვებებს" მიაღწევს მანამ (ანუ "მუდმივად "იმარჯვებს" - დ.გ.-ს შენ.) სანამ არ აღიგვება (ან გაქრება - დ.გ.-ს შენ.) პირისაგან მიწისა.
თუ უკრაინის არმიის მიმდინარე მდგომარეობა - ეს გამარჯვებაა, მაშინ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დამარცხება?"
p.s. რა ხდება უკრაინაში და რა ხალხია ხელისუფლებაში, - ეს ჩვენ შესანიშნავად ვიცით! სწორედ ასეთები იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში და... რაც მოასწრეს, მხოლოდ ის სშეძლეს... აურიეს, უმართავი გახდნენ და ვინც მოიყვანა, იმანვე გაიყვანა!
ახლა ბოლო გადარჩენის შანსს ებღაუჭებიან: უკრაინიდან რომ გადაიხვეწება უკრაინის ახლანდელი დანაშაულებრივი ხელისუფლება, ქართულ ნარჩენებთან ერთად აქ, საქართველოში უნდათ პლაცდარმი, - ფული კოლოსალური აქვთ, "საქმეები" კი გაგრძელებას ითხოვს: მიწისგან უნდა აღგავონ ის, რომლის მორევის უდიდესმა სურვილმა გაანადგურებინათ საკუთარი ქვეყანა!“ - წერს გიორხელიძე.