„აი მითი ხომ მოიგონეს გაიქცნენ ბრენდები რუსეთიდანო... ვინ კალოშიანზე თვლით, ასეთ ტყუილებს?“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა?
პიარ ტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს რუსეთში გადაღებულ ფოტოებს და წერს.
„აი მითი ხომ მოიგონეს გაიქცნენ ბრენდები რუსეთიდანო...
ვინ კალოშიანზე თვლით, ასეთ ტყუილებს?
ახლა იმას ვაკეთებ რაც არასოდეს გამიკეთებია, შოპინგიდან ვდებ ფოტოებს, რომ გაგეღვიძოთ!
იფურჩქნება ამათი ეკონომიკა და სულ კისერზე ეკიდებიან ეფლიც, გესიც, პოლოც და პიერ კარდენიც...
ეეჰ,რა მიამიტია ნაწილი და რა ბოროტია ზოგიერთი.
P.S.ხო, კოკა-კოლა აქაცაა და აქაც ქართული... და არა მარტო კოლა....“ - წერს მოროშკინა.