თეგებით ძიება

„მათთვის თეთრკანიანი და ცისფერთვალება რუსები ბევრად მისაღები არიან, ვიდრე ვთქვათ, არაბები, ინდოელები და ა.შ“ - ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს.

„ქუჩაში მკითხა ამას წინათ ერთმა – რუსების შემოსვლაზე რატომ ღელავ ასე და მაგალითად, არაბებზე – არაო? ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მკითხა, როგორც დავასკვენი. პასუხი იქვე გავეცი, მაგრამ აქაც დავწერ უფრო ვრცლად.

პირველი და უმარტივესი – რუსი ბოლო სამი საუკუნეა, გვიპყრობს, არაბი ოკუპანტები კი ბოლოს დავით აღმაშენებელმა გადევნა თბილისიდან 1122 წელს.

ის, რომ არაბები დღემდე დამპყრობლები არიან, არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის, ლიტერატურის, კინოს მიერ შექმნილი კონსტრუქტი, რომლის მიზანიც იყო ისრების ღრმა წარსულისკენ მიმართვა და ამ გზით რუსული და შემდგომ საბჭოთა ოკუპაციის შეფარვა. “მტრები არიან მუსლიმები, რუსები კი – ჩვენი ძმები”. რამდენი ფილმი გინახავთ საბჭოთა ოკუპაციაზე, ან ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობაზე ? არცერთი. ცუდი არაბი დამპყრობლები კი მაგ პერიოდის თითქმის ყველა ისტორიულ ფილმში ჩანან.

კი ბატონო, არაბები ნამდვილად იყვნენ დამყრობლები, მაგრამ ეს დასრულდა დავით აღმაშენებლის დროს, როცა მან თბილისი საბოლოოდ გაათავისუფლა ჯაფარიანთა დინასტიისგან.ახლა რაც შეეხება რუსებს. მიუხედავად დღემდე არსებული რუსული ოკუპაციისა, ისინი აქ არც ენობრივ, არც რელიგიურ და არც კულტურულ ბარიერს არ აწყდებიან. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერც ოკუპაციის პრობლემას იაზრებს და რაც არ უნდა მტკივნეულად და ამასთან – საშინლად ვულგარულად ჟღერდეს, რასობრივადაც მათთვის თეთრკანიანი და ცისფერთვალება რუსები ბევრად მისაღები არიან, ვიდრე ვთქვათ, არაბები, ინდოელები და ა.შ

ასევე სამწუხაროდ, საზოგადოების ეს პრორუსული და ამასთან – არაბების მიმართ რასისტულად განწყობილი ნაწილი ვერ იაზრებს, რომ თავად რუსული რასიზმის მსხვერპლია.რუსი ტურისტი, ან მიგრანტი მოვა თქვენს მარანში, დალევს ღვინოს, გავა და იტყვის: “ამ შავტრაკა ხალხს ღვინის დაყენება მართლა კარგად გამოსდის…”ამიტომ, მტრის და მოყვრის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ამის გარეშე სულ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, ანუ ჩეჩმაში“, - წერს ყორშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა