თეგებით ძიება
24. 07. 2023 მსოფლიო

ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - რას ამბობენ სპეციალისტები?

ათენის ეროვნული ობსერვატორიის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების თანახმად, კვირას საბერძნეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეკორდული ტემპერატურა, 46.4 გრადუსი ცელსიუსი, პელოპონესის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ გიტეიოში დაფიქსირდა.

ეს საბერძნეთში დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 2006 წლის შემდეგ ანუ იმ დროიდან, როდესაც დაკვირვება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ტყის ხანძრის 82 კერის ჩასაქრობად, რომელთაგან 64 კვირას, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს დაიწყო. ყველაზე რთული მდგომარეობაა კუნძულ როდოსზე, სადაც ხანძარს ექვსი დღეა ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის გამო როდოსზე 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა