ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ესპანურ ლა ლიგაში გააგრძელებს - Gola TV
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ესპანურ „რაიო ვალიეკანოში“ გადადის. შეთანხმება თითქმის გადაწყვეტილია.
როგორც Gola TV იტყობინება, „კრემონეზეს“ „რაიო“ 2.7 მილიონ ევროს გადაუხდის და მხარეები გარიგების დახურვაზე მუშაობენ. წყაროს თანახმად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი არ მოხდა, ქართველი მცველი „რაიო ვალეკანოს“ მოთამაშე გახდება.
მოგეხსენებათ, „კრემონეზე“ სერია B-ში დაქვეითდა, შესაბამისად, ლა ლიგაში თამაში პერსპექტივა ახლა ლუკასთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ერთი წლის წინ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში ქართველმა მცველმა იტალიურ გუნდში სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 2 საგოლე პასი), ხოლო იტალიის თასზე ორჯერ ითამაშა.