თეგებით ძიება

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი დღეს, 24 ივლისს გაიმართა.

თავდასხმა 17 ივნისს გორში მოხდა. ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. იმ დროს როცა მანქანაში მარტო დარჩა, ჯაფარიძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში.

მოქალაქე, სოსო მაისურაძემ 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს ის დაესხა პატრიარქისა და ეკლესიის "შეურაცხყოფისთვის".  სოსო მაისურაძე პოლიციამ იმავე დღეს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა