ვგეგმავთ უმრავლესობით მოსვლას - ნინო წილოსანი 2024 წლის არჩევნებზე
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "უმრავლესობით მოსვლას გეგმავენ".
მისი თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი გაზრდილია.
"ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა, საქართველოს მიმართ განსაკუთრებულმა აქცენტმა და ინტერესმა, რომ იყოს ჩართული საომარ პროცესებში თუ ამ ძალიან დაძაბულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და ქართული ოცნების ძალიან სწორმა პასუხმა, ვფიქრობთ, რომ გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს და ეს არამხოლოდ ჩვენს მიერ დაკვეთილი კვლევები, არამედ ოპოზიციური პარტიებისა და ტელევიზიების დაკვეთილი კვლევებიც ადასტურებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი და გათვლა, რომ უმრავლესობით მოვა ქართული ოცნება და გათვლა გვაქვს იაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ათვიცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა მოვიდეს 2024 წელსაც. ჩვენ რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, საზოგადოების მხარდაჭერით, მოვიდეთ უმრავლესობით", - თქვა წილოსანმა ჟურნალისტებთან.