თეგებით ძიება
24. 07. 2023 მსოფლიო

ინდონეზიაში სამგზავრო გემი ჩაიძირა - დაიღუპა სულ მცირე, 15 ადამიანი

ინდონეზიის კუნძულ სულავესის მახლობლად სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულად ითვლება. გემი ბუტონის პროვინციის სოფლიდან მიმდებარე სოფელში მიდიოდა.

სამგზავრო გემი განკუთვნილი იყო 20 ადამიანისთვის, თუმცა შემთხვევის დროს მასზე 40 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამი გასაბერი და ორი სათევზაო ნავი, ასევე ექვსი მყვინთავი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა