თეგებით ძიება

ჩემი 2 შვილი სკოლის მოსწავლეა - 3 შვილის დედა ეროვნულ გამოცდებს აბარებს?

ერთიან ეროვნულ გამოცდებს სამი შვილის დედა აბარებს. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„ჩემი 2 შვილი სკოლის მოსწავლეა, ერთი კი ბაღის აღსაზრდელია. 29 წლის ვარ. შესაძლებელია ცოტა გვიან, მაგრამ მაინც სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციე. სკოლა 2022 წელს ექსტერნად დავამთავრე. ამჟამად ვმუშაობ ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში და პარალელურად კოლეჯში “ახალი ტალღა“ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვეუფლები. წელს გადავწყვიტე ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ჩავაბარო. სპეციალობად სამართალმცოდნეობა ავირჩიე. მგონია, რომ შრომა და მიზანდასახულობა შედეგს გამოიღებს და ჩემს შვილებსაც ამით უკეთეს მაგალითს მივცემ“,- ამბობს ლეილა ვანაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა