თეგებით ძიება

პუტინმა სამხედრო რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სამხედრო რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

"სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რუსეთის სამხედრო რეზერვში ყოფნის ასაკობრივი ზღვარი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 5 წლით გაიზრდება - 35-დან 40 წლამდე; 45-დან 50 წლამდე; 50-დან 55 წლამდე. საუბარია ჯარისკაცებზე, მეზღვაურებზე, სერჟანტებზე, შუამავლებზე და ა.შ.

ამას გარდა, კანონი სამობილიზაციო რეზერვში მყოფთა ასაკობრივ ზღვარსაც ახანგრძლივებს და ის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა