„ფეხს ვერ მომჭამთ მიშა, დაგინგრევთ მაგ წესრიგს ასე, ან ისე“ - ჩერგოლეიშვილი მშვილდაძეს
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვლდაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:
„მიშა მიძახდა უკონტროლო ბაცილას.
“ბაცილასთვის” რომ დაეჯერებინა, ასეთ სამარცხვინო და ტრაგიკულ დღეში არ იქნებოდა.
ესენი ვირუსს მიწოდებენ - ვადასტურებ, რომ ვარ ჩრდილოვანი პოლიტიკის და პოლიტიკური კორუფციის ვირუსი და
ამიტომ ვიბლოკები.
არ შემოუშვათ უკონტროლო ბაცილა, ვირუსი … ვუმტვრიოთ, სახლის დირენი; ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს ….
ფეხს ვერ მომჭამთ მიშა
დაგინგრევთ მაგ წესრიგს ასე, ან ისე“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.