„ვაი, თქვენს პატრონს. მაგ ვერსიასაც გაჭმევთ ფურცელ-ფურცელ“ - ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომესაც უცვლელად გთავაზობთ
„მიშა მშვილდაძის საქმეზე
მას შემდეგ, რაც ფორმულამ სუსის თანამშრომელი თავიდან ბოლომდე გაშიფრა, ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა და თავად ამ სუსელ გზაზე მოძუნძულე გიორგი მუმლაძეს ჩვენება მიაცემინა : კიო, ნამდვილად სუსში ვმუშაობო, მზვერავი ვარო, თვალთვალია ჩემი საქმეო. ოღონდ იმ დღეს სხვა საქმეზე ვიყავით, ზუსტად იმ ადგილზე სხვა ოპერაციას ვატარებდითო და ჩემ გარდა სხვებიც იყვნენო.
რა გააკეთა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა - ადგა და თქვა, საიდუმლოა სუსის თანამშრომლებზე ინფორმაციაო
ვაი, თქვენს პატრონს. მაგ ვერსიასაც გაჭმევთ ფურცელ-ფურცელ. დროა, ახალ ვერსიაზე დაიწყოთ ფიქრი. ზღაპრები მოდაშია ახლა“ - წერს სანაია.