თეგებით ძიება

„ერთადერთი ტიპი, ვინც არ მევასება (!) და ვერ ვიტან, უფრო მეტიც მრცხვენია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა, არის მარგველაშვილი!“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„არ არსებობს პოლიტიკოსი, მიშადან ბიძინამდე, რომელზედაც ვიტყვი - ვერ ვიტან, არ მევასება, მეზიზღება.  ყველას აქვს რაღაც მისაღები და რაღაც მიუღებელი, ვის მეტი - ვის ნაკლები, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. 

ერთადერთი ტიპი, ვინც არ მევასება (!) და ვერ ვიტან, უფრო მეტიც  მრცხვენია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა, არის მარგველაშვილი! სამარცხვინო ტიპია“ - წერს მირცხულავა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.

მედიის ინფორმაციით, ირკვევა, რომ აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

„დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო“, - აღნიშნულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა