თეგებით ძიება
24. 07. 2023 მსოფლიო

მარიუპოლის მერის თანაშემწე აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ყველა ხიდი დანაღმეს

მარიუპოლის მერის თანაშემწის პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლში მდებარე ყველა ხიდი დანაღმეს.

აღნიშნული განცხადება ანდრიუშენკომ „ტელეგრამის" არხზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამჟამად ხიდებზე გასვლა შეზღუდულია.

„მარიუპოლში ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეულთან თავდაცვითი ნაგებობები მოაწყვეს. ახლა ხიდებზე გასვლა შეზღუდულია, ხოლო თავდაცვითი ნაგებობების ტერიტორია შემოღობილია", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა